SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სწრაფმოქმედი აქტიური საშუალება ნადების და ცხიმოვანი ჭუჭყის მოსაცილებლად
მჟავების ეკოლოგიურად მოწინავე კომბინაცია
ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტები უზრუნველყოფენ კირქვის ინტენსიურ დაშლას და ზეთისა და ცხიმის შემცველი ჭუჭყის კარგ ემულსიფიკაციას
არომატიზატორებისა და საღებავების გარეშე
იდეალურია სანიტარულ ზონებში გამოყენებისთვის
სერთიფიცირებული ევროპული და ავსტრიული ეკო-ეტიკეტით
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე ზედაპირებსა და საგნებზე, მაგალითად, კედლისა და იატაკის კერამიკული ფილები, უჟანგავი ფოლადის სამუშაო ზედაპირებსა და ქვაბებზე, რეკომენდირებულია კვების ბლოკებსა და სავაჭრო სექტორში გამოყენებისათვის. გარდა ამისა, გამოიყენება ცემენტის ნადების მოსაცილებლად იატაკის ზედაპირებიდან. მჟავისადმი მგრძნობიარე ზედაპირები, როგორებიცაა ონკანებზე ქრომირებული საფარი, თითბერი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავა მგრძნობიარე ბუნებრივი და ხელოვნური ქვა შეიძლება დაზიანდეს მჟავეშემცველი საშუალებებით.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე. მიმდებარე ზედაპირები და საგნები დაცული უნდა იყოს. აუცილებელია შემრევების და ნაკერების წინასარი დასველება ცივი წყლით.
დაბინძურების ნორმალური დონე
ყოველდღიური დასუფთავება (ზედაპირების გაწმენდა):
400 მლ 8 ლ ცივ წყალთან. მოხმარება: 4,0 მლ/მ².
დაბინძურების მაღალი დონე
ღრმა წმენდა (სველი წმენდა მანქანით):
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 1‒2 ლ 8 ლ ცივ წყალთან.
გაანაწილეთ სამუშაო გამწმენდი ხსნარი, ზემოქმედების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ დაამუშავეთ ერთდისკიანი მანქანით და ჯაგრისით, შეაგროვეთ დარჩენილი სითხე წყლის მტვერსასრუტით და საგულდაგულოდ გაავლეთ ზედაპირი სუფთა წყლით. მოხმარება: 6,0‒12,0 მლ/მ².
ქაფოვანი წმენდა:
ჩაასხით განუზავებელი საშუალება კონტეინერში. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, ქაფის გენერატორის დოზატორი მომართეთ თანაფარდობით 1:4 – 1:10, დაფარეთ ზედაპირი ქაფით და ხანმოკლე ზემოქმედების შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით. მოხმარება: 20,0‒50,0 მლ/მ².
ზედაპირები და სამზარეულო ხელსაწყოები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია კვების პროდუქტებთან, სათანადოდ გაავლეთ სუფთა წყლით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენება განუზავებელ მდგომარეობაშიც.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის! სწორი დოზირება ამცირებს ხარჯებს და იცავს გარემოს. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოებულია მცენარეულ ნედლეულზე. შესაფუთი მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები 5-15%, ორგანული მჟავები, წყალში ხსნადი გამხსნელები, ანტიკოროზიული საშუალებები.
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 კანზე და თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობებს. P280 გამოიყენება ხელთათმანები/ თვალის და სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას: ფრთხილად დაიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, გამოყენების შემთხვევაში, გააგრძელეთ წყლით დამუშავება. P308+P313 ПРИ ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. შეიცავს: Methanesulphonic Acid (INCI)