SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
ზეთი აცოცხლებს და აძლიერებს ხის ფერთა გამას, მარტივია გამოყენებაში, მკვრივდება ჰაერზე, ქმნის გლუვ ფენას. არ შეიცავს გამხსნელებს, პიგმენტებს, ფორმალდეჰიდებს და არ ტოვებს
სუნს გამკვრივების შემდეგ. აკმაყოფილებს DIN EN 71-3-ის ქიმიურ მოთხოვნებს (მძიმე მეტალების გარეშე). უპრობლემოდ ექვემდებარება დამუშავებას, კარგად ავსებს ფორებს, ქმნის დამცავ ფენას, რომელზეც გავლა შეიძლება 2 საათიანი შრობის შემდეგ, სველი წესით წმენდას კი ექვემდებარება 24 საათის შემდეგ. შემდგომი მოვლისთვის, გამკვრივების შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Kiehl-Legnodur ან Kiehl-Parketta.
შემადგენლობა
საშრობი ნივთიერებები (მძიმე მეტალების გარეშე), არაიონური ზედაპირული აქტიური ნივთიერებები <5%, მცენარეული წარმოშობის ზეთოვანი კომპონენტები.
pH (კონცენტრატში): დაახლოებით 8
გამოყენების სფეროები
გამოიყენება ზეთით გაჟღენთილი ხის საფარის შუალედური გაჟღენთვისთვის. არ გამოიყენება პარკეტზე, ცვილით ან სხვა მსგავსი დამცავი საშუალებებით დაფარულ იატაკზე.
გამოყენება
ცხიმის, ცვილის, სილიკონის, მტვრისა და დამცავი საფარის არარსებობა იატაკზე უზრუნველყოფს მის საუკეთესო გადაბმას და უზადო გარეგნობას.
იატაკის ტემპერატურა: 15 ° C – 25 ° C.
იატაკის შუალედური გაჟღენთვა ზეთით:
გაცვეთილი ზედაპირის მშრალი წმენდა ჩაატარეთ
Kiehl-Legno-Pad-ით ღჭურვილი ერთდისკიანი
მაქნანით და მტვერსასრუტის გამოყენებით. ამოძრავეთ მანქანა
სპირალურად სუფთა, გლუვი, იატაკის შესაბამისი ფერის მიღებამდე.
დამუშავება: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ კანისტრი!
დაიტანეთ დაახლოებით 250 მლ განუზავებელი ზეთი იატაკზე.
დაუყოვნებლივ გაანაწილეთ თანაბარი თხელი ფენით დაახლოებით 10 მ² ფართობზე, განაწილებისთვის გამოიყენთ ბრტყელი მოპი. იატაკის სტრუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს 1 ან 2 ფენის გამოყენება, 2 საათიანი ინტერვალით.
აღდგენა გაფრქვევის მეთოდით:
განუზავებელი ზეთი დაიტანეთ იატაკზე გამფრქვევის დახმარებით. დაამუშავეთ
ზედაპირი წითელი პადით აღჭურვილი ერთდისკიანი მანქანის გამოყენებით
(დაახლ. 150 ბრ/წთ).
ინვენტარის გამწმენდი საშუალება სამუშაოების დასრულებისას: წყალი.
მითითება: თვალთან ან კანთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად ჩამოიბანეთ წყლით. არ დაუშვათ კანალიზაციაში, წყალსაცავებსა და ნიადაგში მოხვედრა. მოერიდეთ ჭამას, სმას და მოწევას Kiehl-PurOil– ის გამოყენებისას. მოარიდეთ ბავშვებს. გახსნილი კანისტრი გამოიყენეთ სწრაფად. ზეთის ნარჩენებიანი კანისტრი დახურეთ გამოყენებისთანავე. გამხმარი ნარჩენები მოაცილეთ სხვა ნაგავთან ერთად. თხევადი ნარჩენები და შეფუთვა ექვემდებარება ნარჩენების უტილიზაციის ადგილობრივ წესებს. ნედლეული დამზადებულია განახლებადი ბუნებრივი რესურსიდან. შეფუთვა გადამუშავებადია. დეტალური ინფორმაცია “შესაბამისობის ეკო-ეტიკეტის” შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე: www.ecolabel.eu..
მოხმარება 1 მ²
შუალედური იატაკის გაჟღენთვა: დაახ. 50 მლ / მ², დამოკიდებულია იატაკის შთამნთქმელობაზე. გაფრქვევის მეთოდით აღდგენა: დაახ. 5 მლ / მ²