SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
თვისებები
Impranet გამოიყენება ქვის გასაჟღენთად, როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ. ღრმად აღწევს ქვის ფორებში და შრობის შემდეგ საიმედოდ იცავს დამუშავებულ ზედაპირს წყლისა და ზეთის შეღწევისგან. შედეგად, Impranet ხელს უშლის ზედაპირზე ხავსისა და წყალმცენარეების ზრდას, ასევე იცავს ზედაპირს დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობისაგან. Impranet-ის ინოვაციური ფორმულა არ შეიცავს ორგანულ გამხსნელებს და, შესაბამისად, უსუნოა. ამიტომ შეიძლება გამოყენებულ იქნას შენობების შიგნით.
შემადგენლობა
იმპრეგნანტები, ემულგატორები. pH (კონცენტრატში): დაახლ. 4,5
გამოყენების სფერო
გამოიყენება შთანმთქმელი, ფორებიანი ზედაპირის მქონე, ახალი ან ღრმა წმნედა გამოვლილი ძველი კერამიკული, ბუნებრივი და ხელოვნური ქვის იატაკებისთვის, მაგალითად, გრანიტი, პორფირი, კერამოგრანიტი, გნეისი, მარმარილო, ქვიშაქვა, აგლომერატის ან ბეტონის ქვა, აგური, ბეტონი და ცემენტი. არ გამოიყენება კერამოგრანიტის დამუშავებისთვის.
გამოყენება
გამოყენებისწინ კარგად შეანჯღრიეთ!
გამოყენების წინ დაიტანეთ საშუალება შეუმჩნეველ ადგილას და დარწმუნდით, რომ არ ცვლის დასამუშავებელი ზედაპირის ფერს.
ქვის გაჟღენთვა:
ბრტყელი მოპის დახმარებით დაიტანეთ განუზავებელი Impranet წინასწარ გასუფთავებულ და შეძლებისდაგვარად მშრალ ზედაპირზე სრულ გაჟღენთვამდე. სრული გაჟღენთვა მიიღწევა მაშინ, როდესაც Impranet აღარ შეიწოვება და რჩება ზედაპირზე. პროდუქტის ზედმეტი ნარჩენები წარმოქმნიან რძისფერ წებოვან ნადებს ზედაპირზე, რომელიც უნდა მოაცილოთ არაუგვიანეს 1 საათისა იატაკის საწმენდი მანქანით (გამოიყენეთ: Copex, 1 ლ 10 ლ წყალზე და წითელი პადი).
ქვის ზედაპირის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 5° С და არაუმეტესს +25°С. დამუშავებულ ზედაპირზე სიარული შეიძლება გაშრობის შემდეგ, თუმცა წყლისა და ზეთსაწინააღმდეგო თვისებები სრულად ყალიბდება დაახლოებით 5 დღის შემდეგ.
მწარმოებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მოხმარება: 1 მ²
ქვის გაჟღენთვა: 5-500 მლ, ქვის აბსორბციული თვისებებიდან გამომდინარე.