SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
სპეციალური ქლორის შემცველი საშუალება ტექსტილის ნაკეთობებიდან ლაქების მოსაშორებლად
აშორებს ფერად ლაქებს და ნესტის კვალს გათეთრებას დაქვემდებარებული ტექსტილის ნაკეთობებიდან
მარტივია გამოყენებაში
გამოყენების სფერო
ფერადი ლაქებისა და ნესტის კვალის გაუფერულება და გათეთრება თეთრ ტექსტილსა (ბამბა) და გათეთრებას დაქვემდებარებულ ქსოვილებზე. აუცილებელია ტექსტილის წინასწარ შემოწმება (ყურადღება მიაქციეთ გათეთრების სიმბოლოს ტექსტილზე).
გამოყენება
პირველ გამოყენებამდე, შეამოწმეთ ტექსტილი შეუმჩნეველ ადგილას პროდუქტის გამძლეობაზე.
ლაქების მოცილება:
100-300 მლ 1 ლიტრ ცივ წყალზე.
გააჩერეთ თეთრეული სამუშაო ხსნარში 10-30 წუთის განმავლობაში. გაავლეთ ერთჯერადად ცივი წყლით და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. არ დაუშვათ ხსნარის გაშრობა ტექსტილზე.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
მათეთრებელები 5-15% ქლორის შემცველობით. pH კონცენტრატში: დაახლ. 12.5
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 კანზე ან თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობას. H400 უკიდურესად ტოქსიკურია წყლის ორგანიზმებისთვის. P273 მოერიდეთ გარემოში გაშვებას. P280 გამოიყენება ხელთათმანები/სპეცტანსაცმელი/თვალების/სახის დამცავი საშუალებები. P303 + P361+P353 კანზე (ან თმაზე) მოხვედრის შემთხვევაში: დაუყოვნებლივ გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, ჩამოიბანეთ კანი წყლით ან შხაპით. P305 + P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ, და თუ მარტივია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალის ჩამობანა. EUH031 მჟავებთან კონტაქტი გამოყოფს მომწამვლელ გაზს. შემცველობა: Sodium Hypochlorite (INCI)