SKYMAX GEORGIA ოფიციალური პარტნიორი
კონცენტრირებული ფერმენტული სარეცხი საშუალება, ფოსფატების გარეშე
რეცხვის შესანიშნავი ეფექტი 30–90 °С ტემპერატურის პირობებში
უზრუნველყოფს სითეთრის მაღალ ხარისხს
აშორებს სისხლის ლაქებს და ცილოვან დაბინძურებას
გამოყენების სფერო
გამოიყენება თეთრი და ფერადი თეთრეულის, ასევე დასუფთავების ტექსტილის გასარეცხად 30–90 °С ტემპერატურის პირობებში. გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებულ იყოს ფუნქციური ტექსტილის, შალისა და აბრეშუმის ნაკეთობებისთვის. რეკომენდებულია ხანდაზმულთა სახლების, რესტორნების, სასტუმროებისა და სპა ცენტრებისთვის.
გამოყენება
1 დოზა = 40 მლ. რეცხვისთვის განკუთვნილი ქსოვილები უნდა დახარისხდეს ფერებისა და შესაფერისი ტემპერატურის მიხედვით.
ტექსტილის რეცხვა:
დოზირება ხელით
განუზავებელი საშუალება დაამატეთ წინასწარი ან ძირითადი რეცხვის განყოფილებაში. მოხმარება: 8,0‒16,0 მლ/კგ ტექსტილზე.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 15-30%, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5-15%, საპონი 5-15%, ფოსფონატები <5%, პოლიკარბოქსილატები <5%, ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები, ფერმენტები, საღებავები, არომატიზატორები, კონსერვანტები
(Benzisothiazolinone).
pH კონცენტრატში: დაახლოებით 9,5
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საყურადღებო. H319 თვალში მოხვედრისას იწვევს გამოხატულ გაღიზიანებას. P280 გამოიყენება თვალის დამცავი საშუალება. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ატარებთ მათ, და თუ მარტივია ამის გაკეთება. განაგრძეთ თვალის ჩამობანა.